Saturday, November 8, 2014
Saturday, November 1, 2014
Sunday, October 26, 2014
Saturday, October 25, 2014
Thursday, October 23, 2014
Sunday, October 19, 2014
გაკვეთილის გეგმა მცირე პლასტიკა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: მცირე პლასტიკა
მასწავლებლის
სახელი და გვარი: ფატი კალანდაძე
მოსწავლეთა რაოდანობა: 29 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები: მოსწავლეებს გავაცნოთ მცირე პლასტიკის ცნება და განუვითაროთ მცირე ზომის
ქანდაკების ნიმუშის შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სწავლების საფეხური
და კლასი: საბაზო
vii კლასი
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები:ს.გ. 5 მოსწავლე
გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს, ს.გ. 4 გამოსახავს
საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებს და იდეებს ნამუშევარში. ს.გ. 8 ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის
საშუალება.
წინასწარი ცოდნა
:მოქანდაკის შემოქმედება, მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ნამუშევრების ფოტოკოლაჟი. პროგრამა
ვორდში Shapes-ში ინფორმაციის მოძიება, ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.
შეფასების საგანი
და პროცედურები: შეფასებას მოვახდენ წინასწარ მომზადებული რუბრიკების
მიხედვით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო ა. კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე, თ.ჯაყელი,
თიხა, მავთული, ღილები, მძივები, გუაშის საღებავები, ფუნჯი, ფერადი ქაღალდები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა: A ფაზა
აქტივობა 1
მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს ჯგუფებად და ესაუბრება მცირე ზომის ქანდაკებაზე, რომელსაც ადამიანი თავისუფლად
დაიჭერს ხელში, ამგვარ ქანდაკებას მცირე პლასტიკის ნიმუშს უწოდებენ, რომლის შექმნაც
თავად მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
B ფაზა
აქტივობა 2
მასწავლემელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს მცირე პლასტიკის ნიმუშებს და სთხოვს მოიძიონ ინფორმაცია კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით -ქართველი
მოქანდაკეების შემოქმედება.
აქტივობა 3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს თითოეულმა ჯგუფმა მოიფიქროს რას გამოძერწავს ადამიანის, ცხოველის, ფრინველის თუ ფანტასტიკური
არსების ფიგურას და შექმნან ჩანახატი.
აქტივობა 4
მოსწავლეები ხელით არბილებენ თიხას , იწყებენ მუშაობას
.
აქტივობა 5
შექმნილ ნამუშევარს მოსწავლეები უკეთებენ პრეზენტაციას.
C ფაზა
აქტივობა 6
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აძლევს დავალებას.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ორგანიზებულობა
|
იცავს დროის ლიმიტს,
|
ნაწილობრივ ორგანიზებულია
|
ხშირად არაორგანიზებულია
|
შემოქმედებითობა
|
ფლობს მასალასა და ტექნიკას, გადმოსცემს ჩანაფიქრს
|
ნაწილობრივ გადმოსცემს ჩანაფიქრს
|
უჭირს ჩანაფიქრის გადმოცემა
|
თანამშრობლობა
|
მუდმივად თანამშრომლობს ჯგუფთან
|
უმეტეს შემთხვევაში თანამშრომლობს ჯგუფთან
|
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუთან
|
ისტ-ის გამოყენება
|
სისტემატიურად იძიებს ინფორმაციებს
|
ნაწილობრივ იძიებს ინფორმაციებს
|
არა აქვს სურვილი მოიძიოს ინფორმაცია
|
Saturday, October 18, 2014
Tuesday, October 14, 2014
Saturday, October 11, 2014
ინტელის პირველი დღე
გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, ელექტრონულ პორტფოლიოს,ბლოგის დიზაინს, ბლოგის რეფლექსიას. მომწონს ,კარგი ტრენინგია. სიამოვნებით შევისწავლი.
Subscribe to:
Posts (Atom)