Saturday, October 25, 2014

ინტელის  მე-5  დღე

საინტერესო ტრენინგია, ყოველ დღე სიახლეებითაა სავსე.  შევისწავლეთ:
 1.      შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი,
 2.საავტორო უფლებები-ციტირებული დოკუმენტი
 3.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Thursday, October 23, 2014

    მე-4 დღის  რეფლექსია

1.   მიმართულების  მიმცემი კითხვები

2.   შეფასების დროის ჩარჩო

3.   პრეზენტაცია  ბლოგზე

Sunday, October 19, 2014

პროექტის გეგმის პრეზენტაცია



გაკვეთილის გეგმა მცირე პლასტიკა

გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის თემა:  მცირე პლასტიკა
მასწავლებლის სახელი და გვარი:  ფატი კალანდაძე
მოსწავლეთა  რაოდანობა: 29 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლეებს გავაცნოთ მცირე პლასტიკის ცნება  და  განუვითაროთ  მცირე  ზომის ქანდაკების  ნიმუშის შექმნის  პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სწავლების საფეხური და კლასი: საბაზო  vii  კლასი 
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები:ს.გ.    5  მოსწავლე გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს,  ს.გ.      4  გამოსახავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებს და იდეებს ნამუშევარში. ს.გ.     8 ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის საშუალება.
წინასწარი ცოდნა :მოქანდაკის შემოქმედება, მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ნამუშევრების ფოტოკოლაჟი. პროგრამა ვორდში Shapes-ში ინფორმაციის მოძიება,  ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები: შეფასებას მოვახდენ წინასწარ მომზადებული რუბრიკების მიხედვით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო ა. კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე, თ.ჯაყელი, თიხა, მავთული, ღილები, მძივები, გუაშის საღებავები, ფუნჯი, ფერადი ქაღალდები, კომპიუტერი,  ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა:  A ფაზა 
აქტივობა 1
მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს ჯგუფებად და ესაუბრება  მცირე ზომის ქანდაკებაზე, რომელსაც ადამიანი თავისუფლად დაიჭერს ხელში, ამგვარ ქანდაკებას მცირე პლასტიკის ნიმუშს უწოდებენ, რომლის შექმნაც თავად მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
ფაზა
აქტივობა 2
მასწავლემელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს  მცირე პლასტიკის ნიმუშებს და სთხოვს მოიძიონ ინფორმაცია  კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით -ქართველი მოქანდაკეების შემოქმედება.
აქტივობა 3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  თითოეულმა ჯგუფმა მოიფიქროს რას გამოძერწავს  ადამიანის, ცხოველის, ფრინველის თუ ფანტასტიკური არსების ფიგურას და შექმნან ჩანახატი.
აქტივობა  4

მოსწავლეები ხელით არბილებენ თიხას , იწყებენ მუშაობას .
აქტივობა 5
შექმნილ ნამუშევარს მოსწავლეები  უკეთებენ პრეზენტაციას.
C  ფაზა
აქტივობა 6
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აძლევს დავალებას.



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ორგანიზებულობა
იცავს დროის ლიმიტს,
ნაწილობრივ ორგანიზებულია
ხშირად არაორგანიზებულია
შემოქმედებითობა
ფლობს მასალასა და ტექნიკას, გადმოსცემს ჩანაფიქრს
ნაწილობრივ გადმოსცემს ჩანაფიქრს
უჭირს ჩანაფიქრის გადმოცემა
თანამშრობლობა
მუდმივად თანამშრომლობს ჯგუფთან
უმეტეს შემთხვევაში თანამშრომლობს ჯგუფთან
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუთან
ისტ-ის გამოყენება
სისტემატიურად  იძიებს ინფორმაციებს
ნაწილობრივ იძიებს ინფორმაციებს
არა აქვს სურვილი მოიძიოს ინფორმაცია


Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მესამე დღე- გავეცანით და შევისწავლეთ რამოდენიმე საკითხი.
1.ეროვნული სასწავლო გეგმა
2.ბლუმის ტაქსონომია
3. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
4.პროექტის გეგმა
5.ონლაინ კოლაბორაციული თანამშრომლობა
          მადლობა ტრენერს.

Tuesday, October 14, 2014

ინტელის მეორე დღე-ტრენინგი უფრო საინტერესო ხდება, დრო ისე გადის ვერ ვიგებ.შევისწავლე სიგელების, ბროშურების, გაზეთის შაბლონები.

Saturday, October 11, 2014

ინტელის პირველი დღე

გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, ელექტრონულ პორტფოლიოს,ბლოგის დიზაინს, ბლოგის რეფლექსიას. მომწონს ,კარგი ტრენინგია. სიამოვნებით შევისწავლი.