რეფლექსია
ციფრული რესურსის სათაური: ხედვის არე, ჰორიზონტი
აღნიშნული სასწავლო რესურსი შევქმენი მეექვსე, მეშვიდე კლასისათვის, თემისთვის-სივრცე სიბრტყეზე. რესურსი წარმოდგენილია საპრეზენტაციო პროგრამა Pover Point-ში.
რესურსი ემსახურება შემდეგი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას. მოსწავლე შეძლებს:
• ნატურიდან ხატვის დროს სივრცის სიბრტყეზე გამოსახვას
• სურათის აგებისას სწორად განსაზღვროს ხედვის არე, ჰორიზონტი და თავშეყრის წერტილი
• შეამჩნიოს დეტალები გარემოში და გამოსახოს პლანების მონაცვლეობა ნამუშევარში
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რესურსი გადის შემდეგ შედეგზე
VI. 2.მოსწავლე მიზანმიმართულად ირჩევს და შემოქმედებითად იყენებს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ინდიკატორი: ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.
VI.3 მოსწავლე ამჩნევს მრავალ დეტალს გარემოში და ასხავს მათ ნამუშევარში.
ინდიკატორი: გამოსახავს სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტის ნატურმორტის ხატვის დროს, ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით.
VII.1. მოსწავლე შემოქმედებითად იყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას
ინდიკატორი: პეიზაჟის, ქუჩის (ლანდშაფტის)გამოსახვისასიყენებს ჰორიზონტის ხაზსა და თავშეყრის წერტილს.
ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების პრინციპს, მაგ: ხედვის წერტილს.
VII 3. მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და ასახავს ნამუშევარში
ინდიკატორი: აკვირდება როგორ იცვლება საგნის გამოსახულება დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით და ასახავს ნამუშევარში.
რესურსის- „ხედვის არე, ჰორიზონტის“ შექმნა განაპირობა თემის სირთულემ და იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ. მათ უძნელდებათ ნატურიდან და მეხსიერებით ხატვის დროს სივრცისა და სიღრმის გამოსახვა ნახატში.ნატურიდან ხატვის დროს მოსწავლემ ყველა გამოსასახავი ობიექტი, საგანი უნდა მოაქციოს ხედვის არეში. ნატურიდან ხატვის დროს ჰორიზონტი ყოველთვის თვალწინ გვაქვს. შენობის შიგნითა ხედის და მთაგორიანი ადგილების ხატვის დროს ჰორიზონტი დაფარულია. ნატურიდან და წარმოდგენითი ხატვის დროს ჰორიზონტის სწორად განსაზღვრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. უამისოდ ხატვა არ უნდა დავიწყოთ. ამიტომ თუ ხილული ჰორიზონტი თვალწინ არ არის საჭიროა ისეთი ხაზის წარმოდგენა, რომელიც მის მაგივრობას გაგვიწევს. ამიტომ კომპოზიციის აგებისას ჰორიზონტის ხაზის (ანუ ხედვის საზღვრის) წარმოდგენით აგება აუცილებელია.
აღნიშნული რესურსის გამოყენება მეხმარება პრაქტიკული სამუშაოს დროს, კერძოდ ნატურიდან და წარმოსახვითი ხატვის დროს მოსწავლეებმა განსაზღვროს სასურათე სიბრტყეზეხედვის არე, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის წერტილი და საგნები, რომლებიც ჩვენთან ახლოსაა გამოსახონ დიდი ზომისა წინა პლანზე, და საგნები, რომლებიც ჩვენგან შორსაა გამოსახონ მცირე ზომისა უკანა პლანზე. სიშორის მიხედვით ფერებიც უფრო ღია ხდება.
რესურსის გამოყენებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებიც ხალისით ჩაერთენ სამუშაო პროცესში.საკმაოდ ადვილად შეასრულეს დავალება, რამაც სასიამოვნო , დადებითი ემოციები და ინტერესი გამოიწვია მათში. აღნიშნული რესურსი დამეხმარა პრობლემის ადვილად გადჭრაში. მოსწავლეებმა ადვილად შეძლეს გარე სამყაროზე, ბუნებაზე დაკვირვების საშუალებით საგნების აღქმა და გამოსახვა, მათი განაწილება და სიღრმის ეფექტის გადმოცემა სასურათე სიბრტყეზე.
რესურს გამოვიყენებ მომავალშიც აღნიშნული თემის გავლის დროს.