Sunday, June 11, 2017

იტალიელი მხატვრები-რეფლექსია

                                    რეფლექსია
ციფრული რესურსის  სათაური:  „იტალიელი მხატვრები“ სამი ტიტანი.
აღნიშნული სასწავლო  რესურსი  შევქმენი თემისათვის - რენესანსი, მე-7 დე      მე-9 კლასებისათვის. რესურსი წარმოდგენილია საპრეზენტაციო პროგრამა  Pover-Point - ში.
რესურსის  მიზანია: მოსწავლემ  შეძლოს ამოიცნოს იტალიელი მხატვრების  ლეონარდოს და ვინჩის,  რაფაელის, მიქელანჯელოს  ნამუშევრების მხატვრული ანალიზის მეშვეობით აღორძინების ხელოვნების ეპოქალური  ნიშნები და მათი წვლილი ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.
ეროვნული სასწავლო  გეგმის მიხედვით რესურსი გადის შემდეგ შედეგებზე:
VII.14. მოსწავლე იკვლევს რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში
  • მოსწავლე სწავლობს მსოფლიო მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ხელოვანის შემოქმედებას და მათ წვლილს კულტურის განვითარებაში.
  • მსჯელობს რა გავლენას ახდენს  სოციალური და რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშების  გარეგნულ მხარეზე.
            VIII. 11 მოსწავლე ამოიცნობს განსხვავებულ კონტექს, რომელშიც იქმნებოდა ხელოვნების ნაწარმოები
  • მსჯელობს იმის შესახებ თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსმა ნამუშევრის მხატვრულ გადაწყვეტაზე
            IX 10. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში
  • მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში
რენესანსის თემის შესწავლისას ხშირად  ვაწყდები პრობლემებს, რამაც განაპირობა რესურსის შექმნა. რესურსი მეხმარება სასწავლო მასალის უკეთ  გააზრებასა და ათვისებაში, დამახსოვრებასა და აღქმაში გაკვეთილის პროცესში.მოსწავლეები მცირე დროში გაეცნენ როდის და სად დაიწყო აღორძინების ეპოქა, რა აღორძინდა ეპოქის ხელოვნებაში, რომელ საუკუნეებს მოიცავდა აღორძინების ეპოქა, ვინ იყვნენ ეპოქის უდიდესი ოსტატები , რა ნამუშევრები შექმნეს მათ. მოახდინეს ნამუშევრების ანალიზი ,განიხილეს ისტორიული და რელიგიური გავლენა, პასუხები გასცეს კითხვებს, იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. ვიზუალურად უფრო უკეთესად გაერკვნენ, რომ რენესანსის ეპოქაში ნამუშევრები იქმნებოდა მითოლოგიურ და ქრისტიანულ  სიუჟეტებზე: ხვთისმშობელი ყრმით, სცენები ქრისტეს ცხოვრებიდან, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი სცენები,რომ  მხატვრები სურათებზე პროტოტიპად გამოსახავდნენ მიწიერ ადამიანებს.
რესურსმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც  დაინტერესდნენ და სიამოვნებით ჩაერთენ გაკვეთილის პროცესში და გაუჩნდათ სურვილი თავად მოიძიონ დამატებით ინფორმაცია იტალიელი მხატვრების შემოქმედებაზე.  რესურსი მეხმარება სასწავლო მასალის უკეთ დამახსოვრებაში და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევ შედეგზე გასვლაში.


No comments:

Post a Comment