Friday, July 19, 2013

გაკვეთილის გეგმა-გრადაცია

გაკვეთილის თემა
გრადაცია
მასწავლებლის სახელი და გვარი
ფატი კალანდაძე
მოსწავლეთა რაოდენობა
30
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეს გავაცნოთ და განუვითაროთ  ფერის გრადაციის ცნებისა და  მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევა, განვუმტკიცოთ მხატვრულ ნაწარმოებზე  დაკვირვებისა და მისი ანალიტიკური გააზრების უნარი გავუღრმავოთ ნამუშევრით აღძრული განწყობილების  ნაწარმოებთან  მათი დაკავშირების უნარ-ჩვევა.
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი,  V  კლასი
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები
იყენებს  ერთი  ფერის გრადაციას ,  იჩენს სხვებთან  თანამშრომლობის  ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს, საუბრისას იყენებს  შესაბამის ტერმინებს.
წინასწარი ცოდნა
შემოდგომის  პეიზაჟი, მეხსიერებით ხატვა, შთაბეჭდილებების, ემოციების  ნამუშევარში ასახვა. სგ v-1,6,7.
პროგრამა ვორდში  shapes-ში  ინფორმაციის მოძიება,  დახარისხება.ტექსტურ   რედაქტორში  მუშაობა. ისტ v-6
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებას მოვახდენ   წინასწარ მომზადებული  რუბრიკების მიხედვით,  განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო  ხელოვნება-ანა კლდიაშვილი,  ნინო ღაღანიძე, თმარ ჯაყელი ფურცლები,  ფანქრები,  სახაზავი, აკვარელის საღებავი, ფუნჯი, წყლის ჭურჭელი, ხელსახოცები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა   გამოწვევა
აქტივობა-1   5  წთ

მასწავლებელი ყოფს  4-5 კაციან ჯგუფებად. მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს  დააჯგუფონ ფერადი ფანქრები, ჩანთები, თმის  სარჭები   ერთი ფერის მიხედვით. ასე იქმნება წითელი, ყვითელი, მწვანე ფერის ჯგუფები. შემდეგ  თითოეული ჯუფი ალაგებს ფანქრებს  პრინციპით მუქიდან თანდათანობით ღიასკენ.

B  ფაზა/შინაარსის რეალიზება /
აქტივობა 2  5- წთ

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ფერის ასეთ გადასვლას მუქიდან  ღიასკენ ლამაზი უცხო სიტყვა  გრადაცია ეწოდება. მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში გაკვეთილს და ახასიათებენ ყვითელი ფერის გრადაციას.
აქტივობა 3  15- წთ
მასწავლებელი გააცნობს  მოსწავლეებს   პაბლო  პიკასოს  შემოქმედებას,  ესაუბრება ცისფერ და  ვარდისფერ  პერიოდზე  და სთხოვს   ინტერნეტის საშუალებითი  ინდივიდუალურად  მოიძიონ ინფორმაცია და ილუსტრაციები, კერძოდ პიკასოს ,,გოგონა“ და  პიკასოს  ,,არლეკინი“.პირველ სურათში მხატვარი იყენებს ცისფერს და მის გრადაციას.  ამის გამო  მხატვრის შემოქმედების ამ  პერიოდს  ,,ცისფერ  პერიოდს“ უწოდებენ .  ხოლო მეორე სურათში ,,არლეკინი“-ვარდისფერს  და მის  გრადაციას. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს,  რომ მხატვრები  გრადაციას  გარკვეული  განწყობილების  გადმოსაცემად  იყენებენ.
აქტივობა4   -5 წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს დახმარებით  მოძებნონ გრადაციის ცხრილში  ფერადი  უჯრებისათვის  შესაბამისი ადგილი.
აქტივობა5  - 10 წთ
მოსწავლეები  აკვარელის  საღებავით ასრულებენ  სავარჯიშო  რვეულში მწვანის,  იისფერის,  წითლის,  და ა.შ გრადაციას.
C ფაზა
აქტივობა  6   -5 წთ

მასწავლებელი  კითხვა-პასუხის  საშუალებით  აჯამებს გაკვეთილს და აძლევს  საშინაო დავალებას.

კერამიკა

პროექტის სახელწოდება:   კერამიკა- პროექტის გეგმა
პროექტის მთავარი იდეა: მოჭიქული ჭურჭლის ძველი კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ტრადიციები.
პროექტის აქტუალობა: საქართველოს წარსულის კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც მოზარდებში, ასევე უფროს თაობაში ჯერ კიდევ დაბალია ჩვენი ქვეყნის წარსულისადმი დაინტერესების ტენდენცია. ნაკლები ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა კერამიკული ჭურჭლის წარმოება, კერძოდ,, მოჭიქულ“ ჭურჭელს . ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები საინტერესო იქნება ტურისტებისათვის, მუზეუმებისათვის, ტურიზმის განვითარება კი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.
პროექტის მიზნები: კვლევა-ძიების საფუძველზე შევისწავლოთ და შემოვუნახოთ მომავალ თაობას  მოჭიქული ჭურჭლის ძველი კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ტრადიციები, დამზადების ტექნიკა, შემკობის ხერხები, სტილი, ორნამენტული მოტივები, გამოვიკვლიოთ ჭიქურის დანიშნულება, მოვახდინოთ კლასიფიკაცია. ჩამოვაყალიბებთ კლუბს, დავამყარებთ კონტაქტს საზღვარგარეთის ქვეყნების ქართულ დიასპორასთან და გავაცნობთ ქართული კულტურის ნიმუშებს.
მონაწილეთა ასაკი: 14-15წ.
ვადები: 6 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შევქმნით ფოტო-ვიდეო მასალებს,შევქმნით ესკიზებს, ჩანახატებს, ბროშურას, ვებ-გვერდს ინტერნეტისთვის, გამოვაქვეყნებთ მასალებს ადგილობრივ გაზეთში, გავაკეთებთ კედლის გაზეთს, თემატურ გამოფენას, მინი-კონფერენციას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას
პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,თაბახის ფურცელები, საღებავები, ისტ ტექნოლოგიები.
პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1: მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და ჯგუფებად დაყოფა.
აქტივობა 2:მოსწავლეთა ერთი ჯგუფი იძიებს ინფორმაციას  მოჭიქული  ჭურჭლის შესახებ  ძველ საქართველოში.
აქტივობა 3 : მეორე ჯგუფი ამზადებს  კერამიკული  ჭურჭლისა  და  ორნამენტების ესკიზებსა  და  ბროშურებს.
აქტივობა 4 :  ექსკურსიას  ურბნისის ტერიტორიაზე და ვიღებთ ფოტო-ვიდეო მასალას, ვაწარმოებთ გამოკითხვას ადგილობრივ მოსახლეობასთან.

აქტივობა 5:მესამე  ჯგუფი მოვაწყობს  მინი-კონფერენციას
აქტივობა  6: მეოთხე ჯგუფი ამზადებს კედლის გაზეთსა და თემატურ  გამოფენას.
საგნებთან  კავშირი:ქართული,  ისტორია,  ქიმია,  გეოგრაფია, ხელოვნება, გეომეტრია.
პროექტის  ხელმძღვანელი:  ფატი კალანდაძე

ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა:  patikalandadze15@gmail.com