გაკვეთილის თემა
|
გრადაცია
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ფატი კალანდაძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეს გავაცნოთ და განუვითაროთ
ფერის გრადაციის ცნებისა და მისი
პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევა, განვუმტკიცოთ მხატვრულ ნაწარმოებზე დაკვირვებისა და მისი ანალიტიკური გააზრების უნარი
გავუღრმავოთ ნამუშევრით აღძრული განწყობილების
ნაწარმოებთან მათი დაკავშირების უნარ-ჩვევა.
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი, V კლასი
|
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები
|
იყენებს ერთი ფერის გრადაციას , იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს,
საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
შემოდგომის პეიზაჟი, მეხსიერებით
ხატვა, შთაბეჭდილებების, ემოციების ნამუშევარში
ასახვა. სგ v-1,6,7.
პროგრამა ვორდში shapes-ში ინფორმაციის მოძიება, დახარისხება.ტექსტურ რედაქტორში
მუშაობა. ისტ v-6
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასებას მოვახდენ წინასწარ
მომზადებული რუბრიკების მიხედვით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო ხელოვნება-ანა
კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თმარ ჯაყელი
ფურცლები, ფანქრები, სახაზავი, აკვარელის საღებავი, ფუნჯი, წყლის ჭურჭელი,
ხელსახოცები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა გამოწვევა
აქტივობა-1 5 წთ
მასწავლებელი ყოფს 4-5 კაციან
ჯგუფებად. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააჯგუფონ ფერადი ფანქრები, ჩანთები, თმის სარჭები ერთი ფერის მიხედვით. ასე იქმნება წითელი, ყვითელი,
მწვანე ფერის ჯგუფები. შემდეგ თითოეული ჯუფი
ალაგებს ფანქრებს პრინციპით მუქიდან თანდათანობით
ღიასკენ.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება /
აქტივობა 2 5- წთ
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ფერის ასეთ გადასვლას მუქიდან ღიასკენ ლამაზი უცხო სიტყვა გრადაცია ეწოდება. მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში
გაკვეთილს და ახასიათებენ ყვითელი ფერის გრადაციას.
აქტივობა 3 15- წთ
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პაბლო
პიკასოს შემოქმედებას, ესაუბრება ცისფერ და ვარდისფერ
პერიოდზე და სთხოვს ინტერნეტის საშუალებითი ინდივიდუალურად მოიძიონ ინფორმაცია და ილუსტრაციები, კერძოდ პიკასოს
,,გოგონა“ და პიკასოს ,,არლეკინი“.პირველ სურათში მხატვარი იყენებს
ცისფერს და მის გრადაციას. ამის გამო მხატვრის შემოქმედების ამ პერიოდს
,,ცისფერ პერიოდს“ უწოდებენ
. ხოლო მეორე სურათში ,,არლეკინი“-ვარდისფერს და მის
გრადაციას. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ მხატვრები გრადაციას
გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად იყენებენ.
აქტივობა4 -5 წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს დახმარებით მოძებნონ გრადაციის ცხრილში ფერადი
უჯრებისათვის შესაბამისი ადგილი.
აქტივობა5 - 10 წთ
მოსწავლეები აკვარელის საღებავით ასრულებენ სავარჯიშო
რვეულში მწვანის, იისფერის, წითლის,
და ა.შ გრადაციას.
C ფაზა
აქტივობა 6 -5 წთ
მასწავლებელი კითხვა-პასუხის საშუალებით
აჯამებს გაკვეთილს და აძლევს საშინაო
დავალებას.
|
Friday, July 19, 2013
გაკვეთილის გეგმა-გრადაცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment