რესურსის „ იტალიელი მხატვრები“გამოყენების ინსტრუქცია
რესურსი წარმოდგენილია პროგრამა Pover-Point-ში. პრეზენტაციაში
მოცემულია მსოფლიო მნიშვნელობის სამი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და მიქელანჯელოს
პორტრეტები და მათი ნამუშევრები. ნამუშევრებს
თან ახლავს მცირე ზომის ტექსტები და სააზროვნო შეკითხვები შესწავლილი თემიდან. რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ვიზუალურად
ყურადღებით დააკვირდნენ რა სიუჟეტებს ასახავდნენ რენესანსის მხატვრები
თავიანთ ნამშევრებში, გაეცნონ სურათებს ლეონარდო
და ვინჩის- „მადონა ლიტა“, „საიდუმლო სერობა“, „ხარება“,
რაფაელის-„სიქსტის მადონა“,“ წმინდა მარიამის დაწინდვა“, „მადონა მწვანეში“, აგრეთვე
მიქელანჯელოს ქანდაკებას „პიეტა“, წმინდა
პეტრეს ტაძრის არქიტექტორებს,ფასადს, ინტერიერს და პასუხები გასცენ კითხვებს, იმსჯელონ
თითოეულ ნამუშევარზე, გააანალიზონ , განიხილონ გავლენები.ისაუბრონ რენესანსის ეპოქალურ
ნიშნებზე, ისტორიულ და რელიგიურ გავლენებზე და გაიაზრონ ამ უდიდესი მხატვრების წვლილი
ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში. რესურს
გამოვიყენებ VII- VIII –IX კლასებში ხელოვნების გაკვეთილებზე. იგი ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში მასალის უკეთ ათვისებასა და შემოქმედებითი
აზროვნების განვითარებას.