Friday, September 13, 2013

კერამიკა

     პროექტი         კერამიკა
            მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში
                        (აღმოსავლეთი ნაწილი)
    საქართველოს ტერიტორიაზე ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში  არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მასალის მნიშვნელოვან ნაწილს თიხის ჭურჭელი წარმოადგენს. თიხის ჭურჭელი პირველად ნეოლითში ჩნდება. ამიტომ ნეოლითი აღიარებულია, როგორც  კერამიკის საწყისი ხანა. ამ ხანისათვის დამახასიათებელია ჭურჭლის არქაული წესით-ხელით დამზადება, რომელზეც შეინიშნება პრიმიტიულად ამოკაწრული გეომეტრიული ორნამენტები, სპირალები,კლაკნილი და ტალღისებური ხაზები. შემდეგ ენეოლითისა და ბრინჯაოს  ხანაში  თიხის ჭურჭელი უფრო განვითარდა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭურჭლის გარეგნულ სახეს, მის შემკულობას. თუ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო შავპრიალა ჭურჭელი, ანტიკური პერიოდისათვის- უჩვეულო სილამაზის თხელკედლიანი, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. ფეოდალურ ხანაში კი ჩნდება თიხის მოჭიქული ჭურჭელი.
    კერამიკული ჭურჭელი თიხისაგან მზადდება. თავდაპირველად ოსტატი ჭურჭლის ფორმას ძერწავს შემდეგ, იმისათვის რომ ჭურჭელი მყარი და გამძლე იყოს, მას საგანგებო ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე (800-1000 გრადუსამდე) გამოწვავს. გამოწვისას თიხა ფერს იცვლის. თუ ღუმელში საბერველით ჰაერს შეუშვებენ, ის წითელ ფერს იღებს, ხოლო, თუ ღუმელს მჭიდროდ დაგმანავენ, ჭურჭელი მუქი ნაცრისფერი გამოდის. შემდეგ ზედაპირს საგანგებოდ აპრიალებდნენ, რომ ბზინვარების ეფექტი მიეღოთ. ჭურჭლის ფორმას კი მისი ფუნქცია განსაზღვრავდა. 
    ურბნისის კომპლექსი რაიონული ცენტრიდან 10 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. აქ არის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაქალაქარი-ქვაცხელები და ხიზანაანთ გორა, რომელიც ძვ. წ.IV  ს-ეს მიეკუთვნება. ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და გაშენებული იყო თიხით მოლესილ მოედანზე. ჩრდილოეთის მხრიდან უზრუნველყოფილი იყო კერამიკული მილების სარწყავი არხით მდ. ლიახვიდან,რომელიც დღესაც არსებობს და მოქმედებს. იყო აბანო და ჰქონდა გალავანი. V-VI სს.  მიჯნაზე დაარსდა საეპისკოპოსო და აიგო ქრისტიანული ტაძარი ურბნისის სიონი. 1104 წ. დ.აღმაშენებელმა ჩაატარა პირველი საეკლესიო კრება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის განვითარებისათვის. ტაძარი აუგია ვინმე კონსტანტინეს და მამა მიქელს.
   ურბნისის ტერიტორიაზე მრავალჯერ არის ნაწარმოები არქეოლოგიური გათხრები და მიკვლეულია ანტიკური და ფეოდალური ხანის შენობათა ნაშთები, შავპრიალა ორნამენტებიანი კერამიკა, ჯამი, კათხა, ბადია, ქვაბქოთანი,სასმისი, წაბლისფრად გაპრიალებული ზედაპირიანი,თხელკეციანი,   სარჩულიანი,  ცხოველებისა და ადამიანის მცირე ზომის ქანდაკებები, საბრძოლო იარაღები, ვერცხლისა და  ოქროს ნივთები, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები- წითლად გამომწვარი, შიგნიდან სხვადასხვა ფერად მოხატული, ანგობიანი, ორნამენტებიანი, რელიეფური არშიით, ამოკაწრული სპირალური ხაზებით.  კარგი ხარისხის და დიდი გემოვნებით შესრულებული ჭურჭელი ცხადყოფს, შუა საუკუნეების საქართველოში მოჭიქული კერამიკული წარმოების მაღალ დონეს.
  ჭიქური მინისებური მასაა, რომლითაც იფარება თიხის ჭურჭელი თუ სამკაული.ჭიქურით დაფარული ჭურჭელი წყალგაუმტარი, ქიმიურად გამძლე და ლამაზია.ჭიქური ორმაგ დანიშნულებას ასრულებს: პრაქტიკულსა და დეკორატიულს.  ურბნისის ნაქალაქარის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი იქნა  თიხის მოჭიქული სანელსაცხებლე, რომელიც თარიღდება ახ. წ. IV ს-ით.
     ხიზანაანთ გორაზე ნაპოვნია მდიდრული სამარხები სადაც აღმოჩენილი იქნა მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები. ჯამის ნატეხები მოხატული, ჭიქურგადავლებული, წითლად გამომწვარი,მოყვითალო-მოთეთრო, ლურჯი და ცისფერი ჭიქურით. ჭიქური პირდაპირ კეცზეა მოსხმული უანგობოდ.
       პირველად მოჭიქული ჭურჭელი აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩნდა დმანისის ნაქალაქარის გათხრების  დროს. იმ ხანად მოჭიქულ ჭურჭელს „დმანურსაც“ უწოდებდნენ. დმანურის გარდა გაჩნდა თბილისის, რუსთავის, უჯარმისა და სხვა მოჭიქული კერამიკა. დმანისის ანგობიანი კერამიკის მხატვრულად შემკობის ხერხები და მეთოდები განსხვავებული და საინტერესოა.ასევე საინტერესოა ორნამენტის სახეები. დმანისი ისტორიულ წყაროებში იხსენიება IX ს-ში, ბუღა თურქთან დაკავშირებით. იგი გეოგრაფიულად მოხერხებულ ადგილზე მდებარეობდა. მასზე გადიოდა გზა სომხეთისაკენ. მისი გაქალაქებაც სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ამ  გზაზე სავაჭრო მიმოსვლამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. დმანისში აღმოჩენილი ჭურჭელი თავისებურად ორიგინალურია. მსგავსი მასალა არ არის სხვა პუნქტებში, სუფთად განლექილი მოვარდისფრო თიხის ჭურჭელი ცრუ ყურებიანი, ღვიძლისფრად მოჭიქული, მწვანედ მოჭიქული  ფერადი ნაღვენთებითა და მცირე ზომის კოპებით, მკვეთრი ანგობით დაფარული თეთრი თიხისა. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი თიხისაგან დამზადებული სხვაგან არ გვხვდება. მაგრამ არის ორნამენტის სახეები, რომლებიც გავრცელებულია სომხეთის მოჭიქულ კერამიკაში. არსებული უცხო ნიმუშები ცხადყოფენ მჭიდრო კავშირს მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ სომხეთთან.
     მოჭიქული ჭურჭელი, რომელიც აღმოაჩინეს ჯარმაში თარიღდება XI- XIII საუკუნეებით. აქ აღმოჩენილი ჯამები მკვეთრი თეთრი ანგობითაა დაფარული. გავრცელებულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები. მცირე რაოდენობით აღმოჩენილია ჯამები, რომლებზეც ცხოველური ორნამენტებია (ვეფხვი, ლომი და სხვა) გამოსახული. ერთ-ერთ ჯამზე კი ცხენის სტილიზებული გამოსახულებაა. უჯარმის ციხეზე აღმოჩენილ მოჭიქულ ჭურჭელს შორის აღსანიშნავია თხელკედლიანი კეცი და და ჭურჭლის შემკობის სამი ხერხი: ამოკაწვრა, ამოფხეკვა და ყალმით მოხატვა.
   მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილ იქნა რუსთავის ნაციხარსა და ნაქალაქარზე.განსხვავება შეინიშნება კეცში და ჭიქურში. ციხე ქალაქის ამ ორ ნაწილს საფიქრებელია, რომ მოჭიქული ჭურჭლით ამარაგებდა სხვადასხვა სახელოსნო. მონაპოვარში გამორეული უცხო ნიმუშები ამტკიცებენ მის ეკონომიურ კავშირს მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ აზერბაიჯანთან. აღსანიშნავია, რომ შუა ფეოდალურ ხანაში რუსთავი წარმოადგენს აღმოსავლეთ  საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე ქალაქს, სადაც ფართოდ არის განვითარებული ხელოსნობა, კერძოდ მაღალ დონეზე დგას მოჭიქული კერამიკის ჭარმოება XI-XIII სს-ში.
      გუდარეხის ნამოსახლარის თხრისას აღმოჩენილ იქნა მცირე რაოდენობით მოჭიქული კერამიკა. გუდარეხის მონასტერი XIII საუკუნეში აუგია რუსუდან მეფეს. იქ აღმოჩენილი კერამიკა კეცითა და ორნამენტის გამოყვანის ხერხებით ზემოთ განხილულ ადგილებში აღმოჩენილი ჭურჭლის მსგავსია. მაგრამ ზოგიერთ კერამიკულ ჭურჭელზე აღმოჩენილია ხელოსნის დამღა, რომელიც მეტწილად დამახასიათებელია მეზობელი და შორეული ქვეყნებისათვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბიზანტია, შუა აზია, ირანი ). ქართველი ხელოსნებისათვის არ იყო დამახასიათებელი მათ მიერ შექმნილ ნაწარმზე ნიშნისა თუ სახელის დაწერა. ამ მხრივ გუდარეხის კოლექცია აშკარად გამონაკლისია, რასაც უკავშირებენ სამონასტრო ცხოვრების სპეციფიკურობას. აქვე არის ნაპოვნი კერამიკული ქურის სოლის ნატეხი, ეს კი მიგვანიშნებს იქ კერამიკული სახელოსნოს არსებობაზე.
       1948-49 წლებში ძველ თბილისში 300 არაგველის ბაღთან აღმოჩენილია კერამიკული საწარმოს ნაშთები. გამოვლინდა 7 ქურა და დიდძალი კერამიკული მოჭიქული ჭურჭელი.სახელოსნოსთვის საჭირო ხელსაწყოები და ნედლეული. აღნიშნული კერამიკული საწარმო მოწყობილი ყოფილა ქალაქის სამხრეთით, გალავანთან. სახელოსნოში დამზადებული მოჭიქული ჭურჭელი ერთნაირი ზომისა და ფორმისაა და ჯამთა ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა წინასწარ შემუშავებული ნიმუშის მიხედვით ხდებოდა. ჭიქუროვანი საღებავი ერთი ელფერის მატარებელია. თბილისის კერამიკული სახელოსნო გვევლინება, როგორც ერთიანი ორგანიზებული სკოლა, სადაც მხატვარ-კერამიკოსები ემორჩილებოდნენ დაკანონებულ მხატვრულ და ტექნიკურ წესებს. ქალაქებისა და ხელოსნობის განვითარება აღმოსავლეთ საქართველოში ამ პერიოდისათვის ერთდროული პროცესი იყო და კერამიკული წარმოების განვითარება აღნიშნულ ეტაპზე ინტენსიურად მიიწევდა წინ.
      საქართველოში ხელოსანთა კავშირს „ამქარი“ ეწოდებოდა, მუსლიმანურ სამყაროში-„ასნაფები“, დასავლეთ ევროპასა და ბიზანტიაში „ცეხები“. საქართველოში მოჭიქული ჭურჭლის „ტექნოლოგიის აღწერა“ დაწერილი აქვს მეცნიერ ენციკლოპედისტს აბულ-ფაზლ ხოშეინ იბნ იბრაჰიმ ტფილისს, (იმხანად იგი თბილისში ცხოვრობდა), რომელსაც თავისი ნაშრომის მე-5 თავში (ნაშრომი 20 თავიანია), ჩამოთვლილი აქვს ფერადი ჭიქურის მიღების მრავალი წესი, ყვითელი, ოქროსფერი, წითელი, მწვანე, მონაცრისფრო, თეთრი, ღვიძლისფერი, ცისფერი და სხვა. ამრიგად საქართველო XI-XIII სს-ში პოლიტიკურად და ეკონომიურად ძლიერ ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.
     მოჭიქული ჯამები იმკობოდა წერტილოვანი ორნამენტითაც, რომელიც ცნობილია სვანურ საწესო გრაფიკულ ხელოვნებაში. ყველა საახალწლო კვერს დიასახლისი წერტილებით მორთავდა, რათა გამრავლებულიყო ის ცხოველი და ფრინველი რომელსაც გულისხმობდა ის ნიშანი. საწესო პურები ცნობილია ხევსურეთში, მთიულეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
     როგორც ცნობილია, არაბთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში არაბულმა დამწერლობამ შეიძინა ორნამენტის დანიშნულება, რადგან ისლამი კრძალავდა ცოცხალ არსებათა გამოსახვას. ორნამენტის ამ თავისებურმა სახემ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. არაბული წარწერით გამოყვანილ ორნამენტს „კუფურს“ უწოდებდნენ. კუფური ორნამენტით იმკობოდა მოჭიქული ჭურჭელიც. ასეთი ჭურჭელი აღმოჩენილია შუა აზიაში, აფრასიაბში. საქართველოში კი თბილისის კერამიკულ სახელოსნოში. ჭურჭლის შესამკობად ადამიანი ძველთაგანვე გამოიყენებდა ბუნებრივ, მინერალურ და ორგანულ საღებავებს. საბერძნეთში არსებობდა მეთუნეთა უბანი-კერამეიკონი და სწორედ აქედან მიიღო სახელწოდება გამოყენებითი ხელოვნების აბ დარგმა. მოჭიქული ჭურჭლის წარმოების პირველ ეტაპად ითვლება  IX-X საუკუნეები, მეორე ეტაპად XI-XIII საუკუნეები. მოჭიქული ჭურჭელი ფართოდ იჭრება ქართველი ხალხის ყოფაში, როგორც აუცილებელი ელემენტი.


Friday, August 9, 2013

გაკვეთილის გეგმა მსოფლიოს ცნობილი კოშკები

გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის თემა:   მსოფლიოს ცნობილი  კოშკები
მასწავლებლის სახელი და გვარი: ფატი კალანდაძე
მოსწავლეთა რაოდენობა:  31
გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების მიმართ, განუვითაროთ საზოგადოებრივი დანიშნულებისა და ფუნქციის ამოცნობის უნარი, გამოვუმუშავოთ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.
სწავლების საფეხური და კლასი: დაწყებითი  v კლასი.
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები: ს.გ.v.8. მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.v. 10. ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის რამდენიმე მიზეზს.
ს.გ.v. 13. მსჯელობს ხელოვნების ცალკეული ნიმუშების  დანიშნულებაზე .
წინასწარი ცოდნა: უჩა ჯაფარიძე -ქართული ხელოვნების მოღვაწეების შემოქმედების გაცნობა, ხელოვნების ნაწარმოების აღწერა-ანალიზის და მათ შესახებ პროგრამა ვორდში ინფორმაციის მოძიების პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარება-ისტ v.6.
შეფასების საგანი და პროცედურები:  შეფასებას მოვახდენ წინასწარ მომზადებული რუბრიკების მიხედვით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო-ა. კლდიაშვილი, ნ. ღაღანიძე, თ. ჯაყელი, ფურცელი, ფანქარი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა: A ფაზა
აქტივობა 110 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ანაწილებს ჯგუფებად და  სთხოვს  მოსწავლეებს  დაასახელონ მათთვის მსოფლიოში  ცნობილი  არქიტექტურული ნაგებობები. შემდეგ  ესაუბრება  საქვეყნოდ ცნობილი   არქიტექტურული ნაგებობების   შესახებ,  კერძოდ პიზის, ეიფელისა  და  ლონდონის ბიგ ბენის აგების ისტორიაზე .
B  ფაზა     (შინაარსის  რეალიზება)
აქტივობა 2 -   10 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს  აჩვენებს სლაიდებს ზემოთ აღნიშნულ  არქიტექტურულ ძეგლებზე  პროექტორის საშუალებით.
აქტივობა 3  -    10 წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია  პიზის,  ეიფელისა და ლონდონის ბიგ ბენის შესახებ.
აქტივობა 4  -  10 წთ
გაკვეთილის მომდევნო მონაკვეთი ეთმობა კონკურს, რომლის მიზანი შესაბამის ინტერაქტივშია ჩამოყალიბებული. მოსწავლეების   თითოეულმა  ჯგუფმა   უნდა მოიფიქრონ  პიზის კოშკის გამაგრების მექანიზმი  და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
C  ფაზა
აქტივობა 5      5წთ
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს და აძლევს დავალებას.



საკლასო მსჯელობაში  მონაწილეობის  შეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ორგანიზებულობა (დროის ლიმიტის დაცვა, საჭირო აღჭურვილობის ქონა)
ავლენს უმაღლესი დონის ორგანიზებულობას
ორგანიზებულია,მაგრამ ზოგჯერ  ავლენს არაორგანიზებულობას
იშვიათად არის ორგანიზებული
აქტიური მონაწილეობა
მჯელობაში აქტიურად მონაწილეობს
მონაწილეობს, მაგრამ ზოგჯერ პასიურია
იშვიათად აქტიურობს
საკუთარი აზრის დასაბუთება
ავლენს პრობლემათა გადაჭრის  უნარს და ასაბუთებს
ნაწილობრივ ასაბუთებს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ ვერ ასაბუთებს
თანამშრომლობს სხვებთან ჯგუფის  მიზნების მისაღწევად
ავლენს ლიდერობის უნარს
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
იშვიათად მონაწილეობს
ისტ-ის გამოყენება
თავისუფლად იძიებს ინფორმაციას
იძიებს ინფორმაციას, მაგრამ საჭიროებს დახმარებას
უჭირს ინფორმაციის მოძიება



გაკვეთილის გეგმა ქანდაკება


გაკვეთილის გეგმა   ქანდაკება
გაკვეთილის   თემა: სკულპტურული პორტრეტი
მასწავლებლის სახელი და გვარი: ფატი კალანდაძე
მოსწავლეთა რაოდენობა:  29
გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლეებს გავაცნოთ სკულპტურული პორტრეტის ცნება  და   გამოვუმუშავოთ  ხელოვნების ნაწარმოების მეშვეობით  ეპოქისა და  ქვეყნის  დამახასიათებელი  ნიშან-თვისებების ამოცნობის უნარ-ჩვევა.
სწავლების საფეხური და კლასი:  საბაზო,     მე-8  კლასი
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები:   ს.გ.VIII 10მოსწავლე ამოიცნობს და ადარებს  ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ნიმუშებს, ადარებს ერთმანეთს თანამედროვე და ძველი დროის ქანდაკებებს    ს.გ.VIII  იკვლევს რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
წინასწარი ცოდნა:  მრგვალი ქანდაკება,რელიგიისა დაქანდაკების კავშირი, ქანდაკება ინთერიერში და ღია ცის ქვეშ.
შეფასების საგანი და პროცედურები:  შეფასებას მოვახდენ  წინასწარ მომზადებული რუბრიკების მიხედვით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო-ა, კლდიაშვილი, ნ. ღაღანიძე, თ. ჯაყელი, ფანქარი, ფურცელი,კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა:  A-ფაზა
აქტივობა 1
მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად,  ესაუბრება სკულპტურული პორტრეტის შესახებ და პროექტორის  საშუალებით აჩვენებს ნიმუშებს.
B-ფაზა
აქტივობა 2
შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს თითოეულმა ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით    ეგვიპტური, რომაული და  თანამედროვე სკულპტურული პორტრეტის შესახებ.
აქტივობა 3
მასქავლებელი სთხოვს მოსწავლეებს აირჩიონ პორტრეტი, გამოიყენონ გაკვეთილში მოცემული სქემა და  დაახასიათონ მათ მიერ არჩეული პორტრეტი სქემის მიხედვით
აქტივობა 4
თითოეული ჯგუფი მოაწყობს პრეზენტაციას
C-ფაზა
აქტივობა 5
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აძლევს დავალებას.




შეფასების კრიტერიუმები


კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ორგანოზებულობა
 სისტემატიურად იცავს დროის ლიმიტს, აქვს საჭირო აღჭურვილობა
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს,აღჭურვილობას
იშვიათად არის ორგანიზებული
შემოქმედებითობა
ეფექტურად იყენებს მასალასა და ტექნიკას ჩანაფიქრის გადმოსაცემად
ნაწილობრივ იყენებს მასალასა და ტექნიკას და გადმოსცემს ჩანაფიქრს
იშვიათად გადმოსცემს ჩანაფიქრს
ანალიტიკური აზროვნება
აანალიზებს კომპოზიციას  და სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს
ნაწილობრივ აანალიზებს კომპოზიციას
იშვიათად გადმოსცემს სათქმელს
კომუნიკაბელობა
თანამშრომლობს ჯგუფთან
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუფთან
ისტ-ის გამოყენება
სისტემატიურად იძიებს ინფორმაციას
ნაწილობრივ იძიებს ინფორმაციას
იშციათად იძიებს ინფორმაციას





გაკვეთილის თემა მცირე პლასტიკა

გაკვეთილის თემა:  მცირე პლასტიკა
მასწავლებლის სახელი და გვარი:  ფატი კალანდაძე
მოსწავლეთა  რაოდანობა: 29 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები: მოსწავლეებს გავაცნოთ მცირე პლასტიკის ცნება  და  განუვითაროთ  მცირე  ზომის ქანდაკების  ნიმუშის შექმნის  პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სწავლების საფეხური და კლასი: საბაზო  vii  კლასი 
ესგ განსაზღვრული მიზნები და შედეგები:ს.გ.    5  მოსწავლე გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს,  ს.გ.      4  გამოსახავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებს და იდეებს ნამუშევარში. ს.გ.     8 ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის საშუალება.
წინასწარი ცოდნა :მოქანდაკის შემოქმედება, მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ნამუშევრების ფოტოკოლაჟი. პროგრამა ვორდში Shapes-ში ინფორმაციის მოძიება,  ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები: შეფასებას მოვახდენ წინასწარ მომზადებული რუბრიკების მიხედვით, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო ა. კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე, თ.ჯაყელი, თიხა, მავთული, ღილები, მძივები, გუაშის საღებავები, ფუნჯი, ფერადი ქაღალდები, კომპიუტერი,  ინტერნეტი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა:  A ფაზა 
აქტივობა 1
მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს ჯგუფებად და ესაუბრება  მცირე ზომის ქანდაკებაზე, რომელსაც ადამიანი თავისუფლად დაიჭერს ხელში, ამგვარ ქანდაკებას მცირე პლასტიკის ნიმუშს უწოდებენ, რომლის შექმნაც თავად მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
ფაზა
აქტივობა 2
მასწავლემელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს  მცირე პლასტიკის ნიმუშებს და სთხოვს მოიძიონ ინფორმაცია  კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით -ქართველი მოქანდაკეების შემოქმედება.
აქტივობა 3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  თითოეულმა ჯგუფმა მოიფიქროს რას გამოძერწავს  ადამიანის, ცხოველის, ფრინველის თუ ფანტასტიკური არსების ფიგურას და შექმნან ჩანახატი.
აქტივობა  4

მოსწავლეები ხელით არბილებენ თიხას , იწყებენ მუშაობას .
აქტივობა 5
შექმნილ ნამუშევარს მოსწავლეები  უკეთებენ პრეზენტაციას.
C  ფაზა
აქტივობა 6
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აძლევს დავალებას.



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ორგანიზებულობა
იცავს დროის ლიმიტს,
ნაწილობრივ ორგანიზებულია
ხშირად არაორგანიზებულია
შემოქმედებითობა
ფლობს მასალასა და ტექნიკას, გადმოსცემს ჩანაფიქრს
ნაწილობრივ გადმოსცემს ჩანაფიქრს
უჭირს ჩანაფიქრის გადმოცემა
თანამშრობლობა
მუდმივად თანამშრომლობს ჯგუფთან
უმეტეს შემთხვევაში თანამშრომლობს ჯგუფთან
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუთან
ისტ-ის გამოყენება
სისტემატიურად  იძიებს ინფორმაციებს
ნაწილობრივ იძიებს ინფორმაციებს
არა აქვს სურვილი მოიძიოს ინფორმაცია


პროექტი-ქვაში გაჟღერებული ჰარმონია

1.პროექტის სახელწოდება: ქვაში  გაჟღერებული ჰარმონია
.2.პროექტის მთავარი იდეა: შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ  ჩვენი მხარის ხუროთმოძღვრული ძეგლების, ქართულ ხალხურ ტრადიციებზე შექმნილი მრავალსაუკუნოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მისი მაღალი კულტურის ეროვნული სახე.
.3.პროექტიბას აქტუალობა:  განადგურებისაგან დავიცვათ და შემოვუნახოთ მომავალ თაობას ჩვენი წინაპრების მიერ ოფლდადენილი, სისხლით მორწყული ციხე-გალავანთა და ეკლესიათა ნაშთები, რომლითაც მოფენილია ჩვენი მიწაწყალი და შველას ითხოვს. ჩვენი ბავშვური ხელებით მოვეფეროთ მათ, ხავსი გადავაცალოთ, ეკალ-ბარდებისაგან გავწმინდოთ, ჩამოშლილი ყორე გავამაგროთ და წაქცეული ჯვარი ფეხზე წამოვაყენოთ, შემდეგ კი ბევრი ვისწავლოთ და ცოდნითა და რწმენით გამაგრებულებმა გადავარჩინოთ ჩვენი წინაპრების შრომით შექმნილი ისტორიული წარსული.
.4.პროექტის მიზნები: შევისწავლოთ,ჩვენი მხარის, კერძოდ ძამის ხეობის არქიტექტურული  (საერო და საკულტო) ძეგლების პრობლემები-,ინტერიერისა და ექსტერიერის, ჩუქურთმებისა და ფრესკების განადგურების საფრთხე; მოვიძიოთ ინფორმაცია დღემდე უცნობი და დავიწყებული ძეგლების შესახე.,  გამოვავლინოთ ისინი  და გავხადოთ ფართო საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომი.
.5.მოსწავლეთა ასაკი:  15-16 წელი
.6.ვადები: 3-4 თვე
.7.მოსალოდნელი შედეგები: მოვიძიებთ ინფორმაციას,  გავწევთ აგიტაცია პროპაგანდას მოსწავლე- ახალგაზრდობის დასაინტერესებლად, მოვაწყობთ ექსკურსიას,  დავამზადებთ  , ვიდეო და ფოტო მასალებს, ბუკლეტებს, აღვწერთ ორნამენტულ ფორმებსა და ჩუქურთმის სახეებს,შევისწავლით  ფრესკების წერის ტექნიკასა და საღებავის შემადგენლობას, შევიძენთ ახალ ცოდნას ჩვენი სამშობლოს ისტორიული წარსულის შესახებ, ვისწავლით კვლევა- ძიებას, დამოუკიდებელ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, მიღებული ცოდნის გაანალიზებასა და გამოყენებას.
..8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებთ  სკოლისა და დაბის ბიბლიოთეკას, კომპიუტერს,  პროექტორს, ვიდეო-აუდიო ტექნიკას, კონსულტაციებს მივიღებთ თბილისის  ჯანაშიას სახელობის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებისაგან, ქარელის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორისაგან, არქეოლოგ იულონ გეგეშიძისაგან,  ტურიზმის მენეჯმენტის საკითხში პროფესორ მაია მელაძესგან და ადგილიბრივი მოსახლეობისაგან.
9.პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1
 ჯგუფის შეკრება, ინფორმაციის მიწოდება  და  განსახორციელებელი პროეტის საკითხების განხილვა, ფუნქციების განაწილება.
აქტივობა 2
 ექსკურსია ძამის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობისაგან  ინტერვიუს აღება, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება
აქტივობა 3
ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში და მასალის დახარისხება.
აქტივობა 4
მუზეუმებიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება,  კონსულტაციების მიღება და მასალის დახარისხება.
აქტივობა 5 
ფოტო მასალის დამზადება და  ვიდეო მასალის დისკზე გადატანა.
აქტივობა 6
ბუკლეტებისა და ორნამენტული მოტივების ესკიზების დამზადება.
აქტივობა 7
პრეზენტაცია სკოლაში.
10.  საგნებთან , ესგ-თან კავშირი:  ხელოვნება,ისტორია, ქართული, ხაზვა, გეოგრაფია, გეომეტრია, ქიმია,  მუსიკა. 
ესგ- სგ IX-1; 3; 4; 6; 7; 8; 9; 10.
11 .პროექტის ხელმძღვანელი: ფ.  კალანდაძე
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:   patikalandadze15@gmail.com


რელიეფის ხელოვნება

1.პროექტის სახელწოდება: რელიეფის ხელოვნება
2.. პროექტის მთავარი იდეა:  რელიეფის ხელოვნების გაცნობა (ეგვიპტეში, შუამდინარეთში, საბერძნეთში, საქართველოში ) ძველ ცივილიზაციებში.
3. პროეტის აქტუალობა:  შევისწავლოთ რელიეფის ისტორია, მათი შექმნის ხერხები, გავიღრმავოთ ცოდნა და გამოვიყენოთ თანამედროვე ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები: მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობი სხვადასხვა კულტურის ძეგლების რელიეფის სახეებზე , ორნამენტული და სიუჟეტური ფორმები, მათში ჩადებული ინფორმაცია ისტორიული, კულტურული, და სოციალური სახის,  მოვახდინოთ შედარება, გამოვიკვლიოთ პრობლემები, დამუშავების მეთოდები, შევისწავლოთ კვლევის, ინფორმაციის მოძიების და მათი ანალიზის უნარ-ჩვევები, გავიმდიდროთ ცოდნა ხელოვნების ისტორიაში.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადები: 3-4 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები: შევქმნით კედლის გაზეთს, ხელნაწერ ჟურნალს, ესკიზებს რელიეფის თანამედროვე და ძველი ფორმებით, რელიეფს რბილ მასალაზე,  მოვაწყობთ თემატურ გამოფენას და  მინი კონფერენციას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ხელოვნების სახელმძღვანელო მე-8,მე-9 კლასის; ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტო მასალა,ქარალდი, ფანქარი.
9.. პროექტის მსვლელობა
აქტივობა1. ინფორრმაციის მიწოდება, მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, ფუნქციების განაწილება.
აქტივობა 2. ინფორმაციის მოძიება
აქტივობა 3. მასალის დახარისხება
აქტივობა 4  რელიეფის ესკიზები დამუშავება.
აქტივობა 5. რელიეფის შექმნა (ამობურცული თუ ჩაკაწრული).
აქტივობა 6. პრეზენტაცია
10. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი: ხელოვნება,  ქართული, ისტორია, გეომეტრია, გეოგრაფია.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ფ. კალანდაძე

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: patikalandadze15@gmail.com